ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი #4 27.04.2022) ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა.
პროგრამის სახელწოდება:
გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია
პროგრამის ავტორები:
ეკატერინე ფირცხალავა, ასოცირებული პროფესორი
მედეა დესპოტაშვილი, ასოცირებული პროფესორი
ელენე კვანჭილაშვილი, ასოცირებული პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
ფსიქოლოგიის მაგისტრი
სწავლების ენა:
ქართული
პროგრამის მიზანი კონცეპტუალურად ეფუძნება უნივერსიტეტის მისიასა და ხედვას, კერძოდ, სპეციალისტის მომზადებას, რომელსაც ექნება ღრმა ფუნდამენტური ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები დარგში, გაცნობიერებული ექნება საკუთარი როლი ქვეყნის ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვისა და ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით და გაცნობიერებული ექნება საკუთარი პროფესიული როლი.
სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს სპეციალისტი, რომელსაც ექნება სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით თეორიული, მეთოდოლოგიური და კვლევითი პრინციპების სიღრმისეული თეორიული ცოდნა კერძოდ - პროგრამის ოთხი მოდულის: გავლენების ფსიქოლოგიის, კომუნიკაციის ფსიქოლოგიის, პოლიტიკური ფსიქოლოგიისა და კროსკულტურული ფსიქოლოგიის მიმართულებით:
პროგრამის მოთხოვნები შესაბამისობაშია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში გაწერილ მოთხოვნებთან.
გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგიის სფეროში მეცნიერ-პრაქტიკოსების მოსამზადებლად, სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს, სტუდენტებს:
- მისცეს გავლენების,პოლიტიკური. კროსკულტურული, კომუნიკაციური ფსიქოლოგიის დისციპლინების სიღრმისეული სისტემური თეორიული ცოდნა;
- გამოუმუშავოს გავლენების, პოლიტიკური. კროსკულტურული, კომუნიკაციური ფსიქოლოგიის სპეციალისტისთვის შესაბამისი პრაქტიკულ უნარ-ჩვევები; ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- განუვითაროს გავლენების, პოლიტიკური. კროსკულტურული, კომუნიკაციური ფსიქოლოგიის სიღმისეული ცოდნის საფუძლველზე ანალიზის,შეფასების, ინტერვენციების, და კონსულტაციის უნარი;
- განუვითაროს კვლევის ვალიდური დიზაინის შემუშავების, კვლევის შედეგთა ანალიზის, ინტერპრეტაციის კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავების უნარი.
- პროგრამაზე დაიშვება სოციალური მეცნიერებების, ჟურნალისტიკის და ინფორმაციის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების და სამართალის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებსა და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას. აღნიშნული წინაპირობა უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების მქონე პირთა პროგრამაში ჩართვას.
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სოციალურ ფსიქოლოგიაში
- მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე
- გასაუბრება ინგლისურ ენაზე (სპეციალურად მოზადებული ტექსტების თარგმნა და წარმოდენა გასაუბრების პროცესში)
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების უფლება შესაძლებელია საქართველოს
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესების საფუძველზე;
- პროგრამაზე სწავლის უფლება შეუძლია მოიპოვოს თსუ სხვა ფაკულტეტის ან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგსიტრო პროგრამის სტუდენტმა მობილობის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის და სასწავლო პროცესის რეგულირების წესის მოთხოვნათა შესაბამისად.
ცოდნა და გაცნობიერება
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი
- ფლობს სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებების თეორიული მიდგომებს, უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით, გავლენების, პოლტიკის, კომუნიკაციის და კროსკულტურული ფსიქოლოგიის დარგში სფეროებში პრობლემების შესწავლის მიზნით დამოუკიდებლად გეგმავს კვლევას და ახორციელებს;
- გავლენების, პოლტიკის, კომუნიკაციის და კროსკულტურული ფსიქოლოგიის დარგში კლასიკური და თანამედროვე ემპირიული აღმოჩენების შეფასების საფუძველზე აყალიბებს თანმიმდევრული და რელევანტურ რეკომენდაციებს, ეფექტური გადაწყვეტილებების განსაზღვრის მიზნით.
- შესაბამისად იყენებს ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები
უნარები
სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში მიზანმიმართულად გამოყენება, კერძოდ:
- მონაცემების კრიტიკული ანალიზისა და კომპლექსური შეფასების საფუძველზე, ჩამოაყალიბოს ჰოლისტური, დასაბუთებული დასკვნები გავლენების, პოლტიკის, კომუნიკაციის და კროსკულტურული ფსიქოლოგიის დარგში
- გავლენების, პოლტიკის, კომუნიკაციის და კროსკულტურული ფსიქოლოგიის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საკუთარი პროფესიული აზრისა და დასკვნების არგუმენტირებულად ჩამოყალიბება და გაზიარება როგორც წერილობით, ასევე ვერბალურად/აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;
- სამეცნიერო კომუნიკაციის გამოყენებისა და მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობის უნარი, კვლევის მონაცემების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე სფეროში არსებული საკითხების/პრობლემატიკის, მიგნებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;
- მეცნიერული კვლევის დაგეგმვა-განხორციელებისა და შესაბამისი დროისა და რესურსების ეფექტურად მართვის უნარი.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია :
- პრობლემის დამოუკიდებლად იდენტიფიცირების, დასმა და გადაწყვეტა;
- სწავლის პროცესი დამოუკიდებლად წარმართვა, ცოდნის მუდმივი განახლება;
- პროფესიულ საქმიანობის პროცესში რეფლექსია;
- პროფესიულ საქმიანობის პროცესში ეთიკური ნორმების დაცვა;
მკვლევრის, ფსიქოლოგის ან კონსულტანტის პოზიციაზე კვლევით, სოციალური პოლიტიკის განმსაზღვრელ სახელმწიფო სტრუქტურებში, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ანალიტიკურ ცენტრებში, პოლიტიკური პარტიების აპარატებში, მასმედიაში - ყველგან სადაც ხდება სოციალური, პოლიტიკური, ეთნო-კულტურული ინფორმაციის შეგროვება, პროცესების ანალიზი სადაც მნიშვნელოვანია პიროვნული, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფაქტორების გათვალისწინება.